სილეზიის უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

30 მარტს,   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და    სილეზიის უნივერსიტეტს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში, კერძოდ, კატოვიცეში ვიზიტის ფარგლებში  დაიდო.  ხელმოწერის ცერემონიას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში , სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი  ესწრებოდნენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, სემინარების, სიმპოზიუმებს, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა აკადემიური აქტივობების ერთობლივად განხორციელება და გამოცდილების გაზიარება. აგრეთვე, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა  და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის  ჰუმანიტარულ, სოციალურ, საბუნებისმეტყველო, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს შეეხება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კატოვიცეში 29 მარტს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა