შეხვედრა სტუდენტებთან - ‘’რატომ ნატო და ევროკავშირი’’?

სურათი

30 მარტს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში   სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: ’’რატომ ევროპა და ნატო’’? შეხვედრის მიზანი სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იყო ისეთ მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და ევროკავშირი. უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ბათუ ქუთელიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა  რომან სანიკიძემ სტუდენტებს  ნატოსა და ევროინტეგრაციის როლზე ესაუბრეს   საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.  მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სტუდენტებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას  და მათი პროცესებში ჩართვის აუცილებლობას. 

 საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისათვის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საელჩოების დაფინანსებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა