9 აპრილის მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. 8 აპრილს, ტრადიციულად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა , პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 1989 წელს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 9 აპრილის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს თვითმხილველებმაც. უნივერსიტეტის ეზოში ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენება შედგა , რის შემდეგაც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს, ზღვისპირა პარკში მემორიალი კი ტიტებითა და გვირგვინით შეამკეს. 9 აპრილს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
უკან |