დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’შშმ პირთა უფლებებისათვის’’ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას , სტუდენტების მეტ ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში და პრაქტიკას ითვალისწინებს. აგრეთვე, მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად.
აღსანიშნავია, რომ ბსუ-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად მუშაობა უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კეთილმოეწყო სველი წერტილები. დაგეგმილია პანორამული ლიფტის მონტაჟი, რომელიც 5 სართულიან კორპუსში შშმ პირთა თავისუფლად გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
უკან |