უნივერსიტეტში სტუდენტთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა სახელწოდებით „სტუდენტები სტუდენტებისთვის’’.
გამოფენაში ბათუმის შოთა რუსთაველისა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები ბსუ-ს რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შეიძინეს. საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხა სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების ფონდში გადაირიცხა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ ნომინაციაში - „დამთვალიერებლის სიმპათია’’ 2 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა და სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება სტუდენტური ასოციაციის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |