ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“. საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველო- ევროკავშირის შეთანხმების შესახებ გზამკვლევი წარუდგინა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პრობლემებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, რომელსაც ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე აყენებს.
საჯარო ლექციათა ციკლი „განათლების საკითხებზე’’ საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
უკან |