გაეროს მოდელირებული ახალგაზრდული ასამბლეა სასტუმრო „ლეოგრანდში’’ საზიეომოდ დაიხურა. გამოვლინდა სარეზოლუციო პროექტების გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები. პროექტის გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების 1-ლი კურსის სტუდენტი ირინე ტაკიძე გახდა, რომელიც 2 თვით უცხოეთში სტაჟირებაზე გაემგზავრება. დახურვის ცერემონიაზე ორგანიზატორებმა პროექტში მონაწილე ლიდერი სტუდენტები , ორგანიზატორები და ღონისძიების მხარდამჭერები სერტიფიკატებით დააჯილდოეს.
გაეროს მოდელირებული ასამბლეა ბათუმში პირველად, არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 8-10 მაისს ჩატარდა. ასამბლეაში 400-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობა იყო, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა.
მონაწილე დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მონაწილეობდნენ.
უკან |