ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დარგში არსებული აქტუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის ერთობლივი შემოქმედებითი ჯგუფების ჩამოყალიბებას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
უკან |