ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონული გამოფენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იელის უნივერსიტეტის (YALE) კურსდამთავრებულთა საინიციატივო დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა  სტუდენტებს აშშ–ის ლიბერალური განათლების სისტემის ღირებულებები, შესაძლებლობები, დასაქმება, სტუდენტური ცხოვრება  და უნივერსიტეტში ჩარიცხვის  აუცილებელი კრიტერიუმები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონული საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა. ფორუმზე ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროგრამები იყო წარმოდგენილი.

იელის კურსდამთავრებულთა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში პირველად ხორციელდება. ღონისძიება   აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ქსელის „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში „საერთაშორისო განათლების ცენტრის’’, ამერიკის საბჭოს,  აშშ-ს საელჩოს საქართველოში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა