ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ორმხრივი შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდას.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ესაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და განათლების საკითხებზე.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
დავით ბაქრაძე ბსუ-ს ევროპის დღეების ფარგლებში ეწვია, სტუდენტების მიერ გამართულ ანტიკური სამოსის დეფილეს სახელწოდებით -,,ევროპა იწყება საბერძნეთით“ დაესწრო და ველომარათონის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
2016 წლის ევროპის დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით 8 მაისს დაიწყო და 24 მაისამდე გაგრძელდება.
უკან |