„ცივილური საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარების მთავარი მიმართულებები“

სურათი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზვიად ბერაძემ, სტუდენტებმა: ომარ ტაკიძემ, ლანა ბურკაძემ, ანა მჟავანაძემ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „ცივილური საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარების მთავარი მიმართულებები“ მიიღეს მონაწილეობა. ბაქოში გამართული ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა საბაზრო ეკონომიკის განვითარების პროცესში არსებული პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების განხილვას. კომპეტენტურმა ჟიურიმ ფინანსები, დაზღვევა და საბანკო საქმის სპეციალობის IV კურსის სტუდენტ ომარ ტაკიძის მოხსენება „საქართველო აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“ საუკეთესოდ დაასახელა და პირველი ხარისხის დიპლომით დააჯილდოვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა