ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში XXVII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: ‘’გადაწყვეტილების მიღების პრობლემები გაურკვევლობის პირობებში’’. კონფერენცია ტარას შევჩენკოს კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში 9 ქვეყნის 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს.
სამდღიანი კონფერენცია ცნობილი უკრაინელი მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრ ნაკანეჩნამუს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და 27 მაისს დასრულდება.
უკან |