![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_613_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების, მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექცია–სემინარების, კონფერენციების, კონკურსების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. უნივერსიტეტის ბაზაზე სკოლამდელი სექტორის განვითარების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების 370 აღმზრდელი და 27 მეთოდისტი გადამზადდება.
უკან |