1 ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა

სურათი

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უმასპინძლა. უნივერსიტეტის ეზოში 500-მდე აღსაზრდელმა სპეციალურად მომზადებული ცეკვისა და სიმღერის ნომრები წარმოადგინა. სხვადასხვა სახის შეჯიბრებებთან და სპორტულ აქტივობებთან ერთად, მონაწილეებს ფერადი საღებავებით საყვარელი ზღაპრის გმირების სახეზე მოხატვა შეეძლოთ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  პატარებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა მიულოცა, მათ სრულფასოვანი განათლების მიღება და ბედნიერი მომავალი უსურვა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ღონისძიების დასასრულს, თოთოეულ პატარას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან საჩუქრად ნაყინი გადაეცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა