სემინარი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე

სურათი

18-20 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ   სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი საქართველოს რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების   საკითხებსა და სტუდენტების ჩართვას ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესში.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ევროპულ და ევროატლანტიკურ     სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  დავით ბაქრაძე , გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა შეხვდნენ და  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეტაპები  მიმოიხილეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა