ბელარუსიის სახელმწიფო საერთაშორისო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი სერგეი მასკევიჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის სფეროები ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით განისაზღვრა. ორი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ჩართვით დაიგეგმა საზაფხულო სკოლების ამოქმედება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
უკან |