ბსუ-ში ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

სურათი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონული ოფისის ( WHO/Euro) ეგიდით ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა. ფორუმი 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა მე-6 მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას მიეძღვნა. ფორუმის მონაწილეებს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში მიესალმა, უნივერსიტეტი გააცნო და  2017 წელს დაგეგმილი მინისტერიალის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარება შესთავაზა.

შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის  რეგიონული ხელმძღვანელი  ჟუჟანა ჯაკაბი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპული პროცესის   ხელმძღვანელი  სრდან მატიჩი,  გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის WHO/Euro ბონის ოფისის (გერმანია) დირექტორი ელიზაბეტ პაინოვიჩი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები,  მეცნიერები, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

გარემო და ჯანმრთელობა  უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების დღის წესრიგში. აღსანიშავია, რომ გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს დაეკისრათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მისი მართვის სფეროებში ისეთი  მექანიზნების შემუშავების და განხორციელებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიური  თვალსაზრისით მდგრად განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე  გარემოს ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურ მონიტორინგსა და პრევენციას.

შესაბამისად, ინიცირებულია ინტერსექტორალური მმართველობა: ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესი ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული  ფართომასშტაბიანი  მიდგომების  შემუშავებას. ხოლო პოლიტიკა „ჯანმრთელობა 2020“ - დღეისათვის პასუხია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დეკლარირებაზე და გამოიყენება აღნიშნული მიზნების მიღწევის ძირითად პლატფორმად, რომლის მე-4  პრიორიტეტული მიმართულებაა  მხარდამჭერი გარემოს შექმნა და ადგილობრივი საზოგადოებების მდგრადობის უზრუნველყოფა.

„გარემოსა და ჯანმრთელობის“ საკითხებთან დაკავშირებული პანევროპული პროცესის ფარგლებში მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რეზოლუცია, ქარტია და დეკლარაცია. 


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა