უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "მედია და ნაციონალიზმი'' დასრულდა.საზაფხულო სკოლის მონაწილეებს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ქეთი ბერიძემ და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა ნანა ყურშუბაძემ სერტიფიკატები გადასცეს. 5-დღიანი ვორქშოფი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po) საინიციატივო ჯგუფის ‘’Broader Perspective’’ ინიციატივით გაიმართა და მასში უცხოელ სტუდენტებთან ერთად ბსუ-ს სხვადასხა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ერთობლივი საზაფხულო სკოლის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმსჯელეს მედიის აქტუალურ საკითხებსა და ომისა და მშვიდობის დროს მედიისა და პროპაგანდის როლზე.
უკან |