წიგნის „ძველი ქართული სამკაული’’ წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ავტორმა ნინო ლორთქიფანიძემ პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტებს წიგნში შეტანილი ძველი ქართული სამკაულების უნიკალური ნიმუშები წარუდგინა, ისტორიულ-რელიგიური ფონი მიმოიხილა, სახელმძღვანელოს კულტურულ-ესთეტიკურ მნიშვნელობაზე და საზოგადოების და ერის კულტურული განვითარების პროცესში სამკაულის როლზე ისაუბრა.
წიგნში პირველად სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა ძველი ქვის ხანიდან ქრისტიანების შემოსვლამდე - ახ. წ. IV საუკუნემდე. სახელმძღვანელო 2015 წელს გამოიცა და იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის.
უკან |