ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ზაურ ლომთათიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მხარეთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას და ახალი სამეცნიერო პროექტების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტი და აფხაზეთის აკადემია საერთო ინტერესებზე დაყრდნობით პრაქტიკულად წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად ერთობლივ სამუშაოებს აწარმოებენ.
უკან |