უნივერსიტეტსა საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. კოლეჯის სამკურნალო მცენარეების დამამზადებლის და აგრარული მიმართულების  სტუდენტები სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ბსუ-ს ფიტოპათოლოოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე გაივლიან. ასევე, სტუდენტების მობილობა განხორციელდება ერთი და იგივე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, მათ შორის მოდულური პროგრამების: სასტუმრო საქმის სპეციალისტის, ტურ-ოპერატორის, ვებინტერფესის დეველოპერის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების. თანამშრომლობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად შეიმუშავებენ და დანერგავენ პროგრამებს და მოამზადებენ ინსტრუქტორებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა