ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის  არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში   სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთ-ერთმა კანდიდატმა მერაბ ხალვაშმა გაიმარჯვა. 11 წევრისაგან  შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ ერთხმად, 11 ხმით, მხარი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს დაუჭირა. 
რექტორის არჩევნებში 2 კანდიდატი მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა. ანთაზ ქიქავამ საკუთარი  კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე,  სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ  მოხსნა.
მერაბ ხალვაში რექტორის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს. იგი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა  2015 წლის 3 მაისს აირჩია.

მერაბ ხალვაშმა აკადემიურ საბჭოს  სამოქმედო გეგმა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების  ძირითადი პრიორიტეტები წარუდგინა. პროგრამა უნივერსიტეტის სოციალური როლის გაზრდას, თანამედროვე სტანდარტებისა და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებას, უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევების პრაქტიკაში დანერგვასა და საუნივერსიტეტო პროცესების ინტერნაციონალიზაციას ითვალისწინებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა