აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მერაბ ხალვაშს შეხვდა, რექტორის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და 2017 წელს უნივერსიტეტში დაგეგმილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების საკითხები განიხილა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში „აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება’’ აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2,400,000 ათასი ლარი გამოიყოფა. დაფინანსება 3 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას მოხმარდება.
პროექტით 2017 წელს დაგეგმილია შემდეგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები: I კორპუსის რეაბილიტაცია, I-II კორპუსის სახურავების და უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაცია, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ინტერიერის რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკების აღჭურვილობის მოდერნიზაცია. აგრეთვე, სასწავლო სიმულაციური პროგრამების შეძენა და შესაბამისი სასწავლო ლაბორატორიების მოწყობა.
უკან |