ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,მაჰათმა განდის ფონდი_საქართველოს’’ საერთაშორისო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ფონდის წარმომადგენლობის გახსნას ბათუმში ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი და მისი შთამომავალი რაჯაგოპალ პი.ვი., კანადის განდის ფონდის წარმომადგენელი ჯილ ჰარისი და ,,მაჰათმა განდის ფონდი-საქართველოს’’ თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე ესწრებოდნენ.
მაჰათმა განდის ფონდი 1983 წელს დაარსდა და მისი მიზანია კონფლიქტების მოგვარება არაძალადობრივი გზებით და მშვიდობის დამყარება განათლების მეშვეობით. ფონდი განდის ცხოვრებითა და პრინციპებით არის შთაგონებული და სამართლიანი, მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურათშორის გაგებას ემსახურება.
უკან |