ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ FAB LAB BSU და სტუდენტურმა ასოციაციამ ბულვარის კოლონადებთან სტუდენტთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა გამართეს.
დამთვალიერებლებს ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჩანთების, ბლოკნოტების, ნახატების, აქსესუარებისა და კრეატული ნივთების შეძენა შეეძლოთ.
ღონისძიება საქველმოქმედოა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემოსული თანხის ნაწილი ბსუ-ს „წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“ გადაირიცხება.
უკან |