2016 წლის 1-3 აგვისტოს ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ Finance and Economics Conference 2016“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე თემით: „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპასთან“ და ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტი, ნინო კონცელიძე თემით „ შემოსავლების უთანაბრობის შემცირება ეკონომიკური ზრდით საქართველოში“. მოხსნებებმა დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს უცხოელი აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. კონფერენციაში 20-ზე მეტი ქვეყნის 33 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
უკან |