ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: მიხეილ ბენია, ანა ნიქაბაძე, სოსო მაკარაძე და მარიამ მახარაძე ესწრებოდნენ. გენერალურმა მდივანმა სტუდენტებს ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებზე, საქართველოსთან თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და განვითარებაზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუდენტებთან შეხვედრა თბილისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
უკან |