ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პროფესორ-მასწავლებლები სამი დღის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გათვალისწინებულ ტრენინგს ესწრებოდნენ.
ტრენინგ-მოდული პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის თემა ‘’კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემებში’’ გახლდათ. ტრენერ-კონსულტანტმა ლალი შაიშმელაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს ტრადიციულ და კომპეტენციებს დაფუძნებულ შეფასებას შორის მსგავსება-განსხვავება, გაკვეთილის დაგეგმვის ფორმა, შეფასების კრიტერიუმები და ინსტრუმენტები გააცნო. ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიუმჯობესეს.
უკან |