ბსუ-ს მეცნიერებმა და პროფესორებმა ალეკო კალანდიამ, ზოია სიხარულიძემ, მამია ფაღავამ, მალხაზ ჩოხარაძემ და ზაზა შაშიკაძემ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციათა ციკლში მიიღეს მონაწილეობა. საზოგადოებამ საინტერესო ინფორმაცია მოისმინა მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე კვლევების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
საჯარო ლექციები შემდეგ თემებს შეეხებოდა:
• ,,დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრის შესაძლებლობები“ - ალეკო კალანდია
• ,,ქვეყნის სასურსათო და ბიოლოგიური უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება მცენარეული გენეტიკური რესურსების შესწავლისა და შენარჩუნების გზით“- ზოია სიხარულიძე
• ,,ქართული კილოები ჭოროხის ხეობაში“, ,,ქართული ენის გეოგრაფია თანამედროვე თურქეთში“ ,,ოსმალური საისტორიო წყაროები ჭოროხის ხეობის შესახებ“ - მამია ფაღავა, მალხაზ ჩოხარაძე, ზაზა შაშიკაძე;
უკან |