უნივერსიტეტი „Erasmus mundus”-ის კოორდინატორთა შეხვედრას მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Erasmus mundus”-ის გაცვლითი პროგრამის პროექტ “ELECTRA”-ს მმართველ გუნდს მასპინძლობს. შეხვედრაზე საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს ერაზმუს მუნდუსის პროგრამების სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტები, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები და შესაძლებლობები გააცნეს. ერაზმუს მუნდუსის პროექტები ითვალისწინებს არა მხოლოდ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მობილობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, სტუდენტისა და პროფესორის მონაწილეობას პროგრამაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული „ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლით პროგრამებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პროგრამის ბენეფიციარი ბსუ-ს 35 წარმომადგენელი გახლდათ, მომავალი სასწავლო წლისთვის მობილობის გრანტი მოპოვებული აქვს 23 წარმომადგენელს.

პროექტის „ELECTRA” კოორდინატორია ოლდენბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), პროგრამაში ასევე მონაწილეობენ შემდეგი ევროპული უნივერსიტეტები:
სოფიის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი (ბულგარეთი), ოულუს უნივერსიტეტი (ფინეთი), ლიმერიკის უნივერსიტეტი, (ირლანდია), ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია), ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი), მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

საქართველოდან პროექტის კონსორციუმის წევრებია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის თანაკოორდინატორი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან საქართველოს გარდა, პროექტში ჩართულია აგრეთვე ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მაჩვენებლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა