ბსუ-ში ახალი პროექტი „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარება“ დაიწყო

სურათი

6-7 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ,,მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების’’ ფარგლებში, ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით მედიისა და  კულტურის  საკითხებზე სემინარები და დისკუსიები გაიმართა.

ორდღიან სემინარს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ლუდვიგ ზიპი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი მაისურაძე, მამუკა ბერიაშვილი და თათა ცოფურაშვილი უძღვებოდნენ. სემინარი-დისკუსია გაიმართა კულტურული ნაციის იდეასა და  რეფორმაციის ისტორიულ, კულტურულ და ფილოსოფიურ კონტექსტზე, ადამიანისა და კულტურის სამყაროზე, სამეცნიერო ტექნიკურ მოდერნულობასა და ფილოსოფიურ  ეთიკაზე.

პროექტი „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარება“ პრეზიდენტის ფონდის მიერაა დაფინანსებული და მიზნად ისახავს ბსუ-ში მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მომზადებას, შესაბამისი კურიკულუმების ჩამოყალიბება-განვითარებას, მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაზისო ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, გზამკვლევის თარგმნასა  და სატელევიზიო სტუდიის ამოქმედებას.

მიმართულების ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბებისათვის დაგეგმილია შესაბამის უცხოურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა როგორც საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და ვორქშოფების ფარგლებში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა