უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

სურათი

ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომფლერი, ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის ხელმძღვანელი მიქაელა იოვანე და ამავე პროგრამის მკვლევარი უილიემ ფრიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაციის წევრებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა