ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეკოლოგიის აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო თემაზე: „ნედლეულის ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. მომხსენებელი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს გააცნობს. მეცნიერი სამი დღის განმავლობაში ისაუბრებს ნავთობისა და გაზის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე, ოქროს ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე; ალმასის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში, საქართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მსოფლიო სანედლეულო ბაზრებზე: გამოწვევები და პერსპექტივები. საჯარო ლექციათა ციკლი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.
უკან |