უნივერსიტეტს ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი ეწვია

სურათი

ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატი რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, გენერალურმა კონსულმა, რექტორთან ერთად, უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა, ზოოლოგის კაბინეტი, კრიმინალისტიკის ცენტრი, იურიდიული კლინიკა, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი მოინახულა. გაეცნო უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და მიმდინარე პროექტებს.

კონსული უნივერსიტეტის რექტორს, სამომავლოდ, საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობაში მხარდაჭერასა  და დახმარებას შეჰპირდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა