ლიტერატურული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლიტერატურული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“ გაიმართა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბსუ-ს სცენაზე უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ეპიზოდი თეატრალური მოქმედებებით გააცოცხლეს. რეჟისორმა თამარ ხიზანიშვილმა  კომპოზიცია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპარტიარქოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოადგინა. ღონისძიება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს მიეძღვნა და 23 ნოემბრამდე საქართველოს 27 რეგიონში ჩატარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა