საჯარო ლექცია წარმატების კანონების შესახებ

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე “წარმატების კანონების შესახებ”.

მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ  წარმატების მოპოვების დასავლურ გამოცდილებას გასცნობოდნენ, წარმატებული ადამიანების ცხოვრების მაგალითებისა და კვლევების საფუძველზე.  საჯარო ლექციის მიზანი მსმენელების მოტივირება, აზროვნების სწორად წარმართვა და ცხოვრების ნაყოფიერად დაგეგმვა იყო, რაც მსმენელს წარმატებაზე ორიენტირებულს ხდის.

ზაზა ცოტნიაშვილი სხვადასხვა დროს იყო გორის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი.

მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლების ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა); ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“-2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა.

კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებელი, პუბლიცისტი და მთარგმნელი კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემის “ჩვენი ცხინვალი” ავტორი და წამყვანი.

მისი კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა