აზერბაიჯანის კონსულმა საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო

სურათი

ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა რაშად ფაილოღლუ ისმაილოვმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. დიპლომატმა საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს დიპლომატიის ისტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პროექტზე -  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. კონსული საჯარო ლექციების ციკლს საერთშორისო ურთიერთოების სპეცილობის სტუდენტებისთვის დიპლომატიის აქტუალურ საკითხებზე გააგრძელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა