ოდესის ეკოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ოდესის ეკოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სერგეი სტეპანენკო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსი რევაზ ბაბილუა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წარმომადგენელი აჭარაში თამაზ თურმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან მარინა ქორიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, შავი ზღვის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების წარმოება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა