ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეები - 2017 დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, სერვისები, გაცვლითი პროგრამები და არსებული სიახლეები წარუდგინეს. 2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში 50-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1430 პირველკურსელი ჩაირიცხება, მათგან 500 სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების - Tempus-ის, Erasmus+-ის მიხედვით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. შეხვედრის მონაწილეებს ბსუ-ს საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |