საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ,,დიგიტალური ჰუმანიტარია’’ პირველი შესარჩევი ტური დაიწყო. საერთაშორისო პროექტს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში  კვლევის უახლესი მეთოდების შემოტანა, დანერგვა და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი.

პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი ფინანსდება გერმანული სამეცნიერო ფონდის ფოლკსვაგენ შტიფტუნგის (Volkswagen stiftung) მიერ და ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიაში კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა (ან დაამთავრებს 2017 წლის 1-ელ  სექტემბრამდე) შემდეგი მიმართულებით:  ფილოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდენობა, თარგმანმცოდენობა, ლექსიკოგრაფია...), ისტორია (სიძველეთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევები), საზოგადოებათმცოდნეობა (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტოლოგია) ფოკუსით კავკასიის რეგიონზე.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციის პირველ საფეხურს გაივლიან პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ვორქშოფებზე, რომლებიც გაიმართება  ბსუ-ში და თსუ-სა (ქართულენაზე). პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციის მეორე ეტაპს გაივლიან ფრანკფურტის  გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში (ინგლისურ ენაზე). კონკურსის პირველი ტურისათვის შეირჩევა 25 კანდიდატი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა