„ქართულ-სპარსული ლექსიკონის“ წარდგინება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუჰამად რიგის „ქართულ-სპარსული ლექსიკონის“ წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი მერაბ ხალვაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ოსეინ მაშჰდი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრანფარდი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წიგნში 29 683 ლექსიკური ერთეულია მოცემული და ეს არის პირველი მცდელობა ვრცელი ორენოვანი თარგმნითი ლექსიკონის გამოცემისა. ქართული ნაწილის რედაქტირება შესრულდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისა“ (8 ტომი) და ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ საფუძველზე. ნაშრომით სარგებლობა სტუდენტებს, მთარგმნელებს, მეცნიერებს და ირანულ სამყაროსთან პროფესიული საქმიანობით დაკავშირებულ პირებს შეეძლებათ. „ქართულ-სპარსული ლექსიკონი“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა