უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ შეჯიბრს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ შეჯიბრს ,,Quidditch: Intellectual Competition for Schools“ უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს. შეჯიბრი ინგლისურ ენაზე კომპანიის „ინგლისური წიგნი საქართველოში“ ორგანიზებით მიმდინარეობს და რეგიონების მიხედვით სამი სერიისაგან  შედგება. თითოეული სკოლა წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე გუნდით, რომელიც დაკომპლექტებულია X-XII კლასის ხუთი მოსწავლისგან. თითოეული სერიის გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ გადასცემს ელექტრონულ მკითხველებს. ასევე თამაშის პროცესში მონაწილეები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. სუპერ პრიზი „საზაფხულო სკოლა დიდ-ბრიტანეთში“ გადაეცემა სუპერ ფინალის გამარჯვებულ გუნდს, რომელიც გაიმართება 25 მარტს თბილისში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა