პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ში ქართულ-პოლონური ურთიერთობების კაბინეტი და უნივერსიტეტის პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახელობის მემორალური დაფა გაიხსნება.
უკან |