ბსუ პროექტის „გაიზიარე არჩევნები-ინფორმირებული ახალგაზრდა“ გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ,,გაიზიარე არჩევნები -ინფორმირებული ახალგაზრდა-აქტიური ამომრჩეველი“ გამარჯვებულია. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის, საარჩევნო სისტემების რეფორმისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის, ახალციხის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ერთი თვის განმავლობაში პირდაპირი ჩართვის საშუალებით იმართებოდა დისკუსიები დემოკრატიისა და არჩევნების თემაზე, სადაც ბსუ-ს სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს და პროექტის გამარჯვებულები გახდნენ. ვულოცავთ უნივერსიტეტს მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა