საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა ახალგაზრდებს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებული სტაჟირების კონკურსი და არსებული ვაკანსიები წარუდგინა. სტუმარმა სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურები გააცნო და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ღონისძიების დასასრულს, ნათია კაპანაძემ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ფოტო-ტელე სტუდია და სამონტაჟო ოთახი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში  სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა