ღია კარის დღეები ხულოსა და შუახევში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აბიტურიენტებისთვის  ღია კარის დღე გამართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნო. წარდგინების დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები ბესიკ ბაუჩაძე, ტარიელ ებრალიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე, უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსი ნინო დოლიძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა