ღია კარის დღე ქედის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქედის მუნიციპალიტეტის  აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსმა მერაბ დიასამიძემ  აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. წარდგინების დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა