29 მარტს, 14:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლებისა“ და „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამების პრეზენტაცია.
შეხვედრაზე სტუდენტებსა და ლექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, კონფერენციების, საზაფხულო სკოლებისა და საჯარო ლექციების მოწყობის, უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების შესახებ.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით - უმაღლესი განათლების ხელშეწყობა; სწავლა საზღვარგარეთ.
უკან |