დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლებისა“ და „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებელს მიეცათ შესაძლებლობა სამინისტროს პროგრამების კოორდინატორებისგან მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, კონფერენციის, საზაფხულო სკოლისა და საჯარო ლექციების მოწყობის, უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების შესახებ.
უკან |