საქველმოქმედო და ჰუმანიტარული პროექტების პრეზენტაცია სტუდენტებისათვის

სურათი

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Campus Lions Club Tbilisi  შეხვედრა გამართა   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.  სტუმრებმა დაინტერესებულ პირებს  მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციის  საქმინაობა, მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნეს.  საქველმოქმედო ორგანიზაცია აჭარის რეგიონში  ფილიალის დაარსებას და სოციალურ-ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას გეგმავს. სტუდენტებსა და ბათუმში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე  ახალგაზრდებს  საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო პროექტების წერასა და განხორციელებაში, მონაწილეობა მიიღონ  საზაფხულო ბანაკებში  და გაიუმჯობესონ უცხო ენის დონე.

ორგანიზაციის წევრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ 7 აპრილამდე ბმულზე: https://goo.gl/forms/jqgkxC6OQRg5cLjr1

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა